Smiley face
Smiley face Smiley face Smiley face Smiley face

კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7 კვირა 8 კვირა 9 კვირა 10 კვირა 11 კვირა 12 კვირა 13 კვირა 14 კვირა 15 კვირა 16 კვირა 17 კვირა 18 კვირა 19 კვირა 20 კვირა 21 კვირა 22 კვირა 23 კვირა 24 კვირა 25 კვირა 26 კვირა 27 კვირა 28 კვირა 29 კვირა 30 კვირა 31 კვირა 32 კვირა 33 კვირა 34 კვირა 35 კვირა 36 კვირა 37 კვირა 38 კვირა 39 კვირა 40

ბლოკი
სიახლეების არქივი
ვიდეო
პარტნიორი საიტები
ორსულობისას სქესობრივი ცხოვრების პრობლემა ხშირად მეუღლეთა განსჯის თემა ხდება, ხშირადაც ტაბუ აქვს დადებული. ზოგჯერ მეუღლეებს არცთუ სწორი წარმოდგენა აქვთ ამის შესახებ.

თქვენი საერთო მდგომარეობა ჩვეულებრივად ისევ კარგი უნდა იყოს. ტოქსიკოზი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტოქსიკოზის ფონზე ქალის სქესობრივი მოთხოვნილებები ქვეითდება, მამაკაცების კი არ იცვლება, მაგრამ მოსიყვარულე მეუღლე ყოველთვის უგებს ცოლს და მის მდგომარეობას ითვალისწინებს.

ამასთან სანამ პლაცენტა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ვაგინალური სექსი მეტ საშიშროებას ქმნის ნაყოფისათვის, ამიტომ ლიბიდოს ბუნებრივი შემცირება კარგიც არის საერთო საქმისათვის.

მეორე ტრიმესტრში საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე ქალის სექსუალობა მატულობს. ლიბიდო ძლიერდება. ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, საშოს სეკრეტის გამოყოფა, ეროგენულ ზონათა მგრძნობელობა. შედეგა ქალი უფრო ხშირად ახერხებს ორგაზმის მიღწევას სქესობრივი კავშირის დროს. ზოგიერთი ქალი ასეთ დროს მულტიორგასტულიც ხდება. სტატისტიკის თანახმად ბევრი ქალი პირველად ორგაზმს მხოლოდ ამ პერიოდში აღწევს. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ამ დროს გამოთქვამენ ეჭვებს, ხომ არ არის ყოველივე ეს სახიფათო ნაყოფისათვის. ზოგს კი ამ დროს "მოწმის", ანუ ნაყოფის დასწრება ეხამუშება.

ამ ეჭვების გასაფანტად გვინდა გითხრათ – არც ისე ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ დაწესდეს შეზღუდვები სქესობრივ ცხოვრებაზე ორსულობის ამ ეტაპზე. თუ ასეთი მიზეზი არსებობს, ამის შესახებ თქვენი ექიმისაგან უკვე გეცოდინებათ, ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე ეჭვი გაწუხებთ, აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს.

ერთადერთი აუცილებელი შეზღუდვა არის ის, რომ, არ არის სასურველი სქესობრივი კავშირი მისიონერის პოზაში ("მამაკაცი ზემოთ").

სხვა შემთხვევაში "ყოფნა არყოფნის" დილემის პასუხი სწორედ რომ "ყოფნაა"! . ნაყოფი საიმედოდაა დაცული გარსებით და მას ასე ადვილად ვერაფერს დაუშავებთ, მეორეც არც ისე ხშირია ცხოვრებაში მომენტები, როცა არასასურველ ორსულობაზე არ უნდა იფიქროთ.

რა თქმა უნდა ნაყოფის შეგრძნებები როგორია ამ დროს, ამაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ეს ხომ ჰარმონიული ბუნებრივი აქტია, რომლისგანაც იშვა თვითონაც, პროტესტი რატომ უნდა განაცხადოს?

ნაყოფი იზრდება და ემზადება საშვილოსნოსგარეთ სიცოცხლისათვის. ამ კვირაშიც გვაქვს შენაძენი – მას გაუჩნდა წარბები.

ნაყოფის წონა 420 გრამია, სიგრძე 27,5 სანტიმეტრი
ვიდეორგოლი
გვიპოვეთ
თეგები
აბორტი, ანტიბიოტიკები ორსულობის დროს, არშემდგარი (არასრული) აბორტი, ბავშვი და მობილური ტელეფონი, გარუჯვა ორსულობაში, გახანგრძლივებული ორსულობა, ენდომეტრიოზი, ვაგინალური ჰისტერექტომია, ინტიმური ვაგინალური ქირურგია, კვება ორსულობის დროს, მოკლედ ჯანსაღი კვების შესახებ, მრავალნაყოფიანი ორსულობა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალ, მშობიარობისშემდგომი მენჯისმიერი პე, ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია, ნაწლავთა პერისტალტიკის გასაუმჯობეს, ორალური კონტრაცეპტივის შერჩევა, ორსულთა ტოქსიკოზები, ორსულობა, ორსულობა და არტერიული წნევა, ორსულობა და მასთან დაკავშირებული პრო, ორსულობიდან – მშობიარობამდე, ორსულობის დროს გამონადენის გამომწვე, პლაცენტის წინმდებარეობა, რა უნდა იდოს მომავალი დედიკოს თეფშზე, რა შეზღუდვები უნდა დაუწესოს საკუთარ , როგორ მოვუაროთ ორსულს, როგორი მედიკამენტების მიღება შეუძლი, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს მიომის(ფიბრომიომა) ქირურ, საშვილოსნოს ყელის დაავადებები, საშვილოსნოსგარე ორსულობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა: მიზეზები დ, საშო (vagina) – ქალის შიგნითა სასქესო ორგა, სილამაზის სალონი მომავალი დედებისათ, ფიზიოლოგიური მშობიარობა: მიმდინარეო, ყველაზე გავრცელებული მიზეზი, შორისის გახევა, ძილი და ორსულობა

ყველა ტეგის ჩვენება
ყველა უფლება დაცულია SSRSS.GE 2011-2014
Advertisement on this site